ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 16:12

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

2015 წლის საგამოცდო პროცესი, ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი გამოცდა 2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. აბიტურიენტები რეგისტრაციას 08.00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან. საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქში გაიხსნება, ეს ქალაქებია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 19-ვე საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია. დღეს ცენტრებში ე.წ. გენერალური რეპეტიცია ჩატარდა. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. 100-ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება. არიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე აბიტურიენტები, ასევე მსჯავრდებულები.
გამოცდებისთვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასეთია: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 40 000-მდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრირებულია 17 000-ზე მეტი პედაგოგი.
მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და მათ ურჩევს, რომ დაისვენონ, განიტვირთოთ, გამოცდების წინ ემოციები, ნერვიულობა დაივიწყონ, პოზიტიურად დაიმუხტონ და საგამოცდო ცენტრში ისე გამოცხადნენ.
აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები.
გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 16:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics