“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობის ლოკაციაზე რამდენიმე ალტერნატივა არსებობს”

news
ავტ.: news მაისი 29, 2015 11:04

“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობის ლოკაციაზე რამდენიმე ალტერნატივა არსებობს”

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან აღნიშნულ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აღწერა დასრულდეს, რათა კონკრეტულად გახდეს ცნობილი, თუ რა ხარვეზები არსებობს.

“თვის ბოლოსთვის გვეცოდინება გარკვეულ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აღწერაზე მუშაობას დაიწყებს. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ როცა ვსაუბრობ ახალ შენობაზე და რაღაცის გადატანაზე, ეს აღწერა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რომელიც 90-იანი წლების მერე არ ჩატარებულა. მართლაც ასაღწერია, რეალურად რა არის ხარვეზი. ძირითადად, აუდიტის დასკვნას და რეკომენდაციებს მივყვებით. ასევე, დავიწყეთ ცენტრის ხელმძღვანელთან მუშაობა, რათა ჩამოვაყალიბოთ გარკვეული ალტერნატივები, სად შეიძლება შენობის მშენებლობის დაწყება“, – განაცხადა სანიკიძემ.

news
ავტ.: news მაისი 29, 2015 11:04