“ხელისუფლების წევრები გადაწყვეტილების მიმღებს ვერ პოულობენ” – ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლების პოლიტიკაზე

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 23:44

“ხელისუფლების წევრები გადაწყვეტილების მიმღებს ვერ პოულობენ” – ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლების პოლიტიკაზე

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი, ქართულ ოცნებას და ნაციონალური მოძრაობას დებატებში იწვევს.

სხვა სტატიები

საპარლამენტო ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი, ქართულ ოცნებას და ნაციონალური მოძრაობას დებატებში იწვევს.

ამის შესახებ ჩიქოვანმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და დებატების დროს ირაკლი სესიაშვილის მხრიდან ოპოზიციის “აპოკალიფსის შექმნაში” დადანაშაულებისთვის განმარტებები მოითხოვა.

“დღეს რეალური საუბრისგან ხელისუფლება გარბის,” – ამბობს ჩიქოვანი და ხელისუფლებას ეკონომიკის პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

„დღეს ხელისფლებაში არის სერიოზული პრობლემა. მუდმივად ისმის, შევიმუშავებთ პროგრამას, გავატარებთ ღონისძიებებს, მაგრამ რას, კონკრეტულად თუ ვინმეს მოგისმენიათ, არ ვიცი. დღეს აბსტრაქტული ეკონომიკური გეგმა აქვს ხელისფლებას. გადაწყვეტილების მიმღებს ვერ პოულობენ. კი ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილების მიმღები სოლოლაკის გორაკზეა, მაგრამ ყველა ვერ მიდის და ვერ წყვეტს პრობლემას. ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე,“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 23:44