“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც მედიის თავისუფლებაზე დაისვა, უნდა მოიხსნას”

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2015 12:38

“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც მედიის თავისუფლებაზე დაისვა, უნდა მოიხსნას”

მნიშვნელოვანი

  • სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში მაღალი უნდა იყოს და კითხვის ნიშანს, რომელიც ამ მიმართულებით გაჩნდა, პასუხი უნდა გაეცეს.

სხვა სტატიები

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში მაღალი უნდა იყოს და კითხვის ნიშანს, რომელიც ამ მიმართულებით გაჩნდა, პასუხი უნდა გაეცეს.

უჩა ნანუაშვილმა განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.

“ის, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია უცვლელია. თუმცა მე დეტალებში არ შევალ. ჩვენ ერთო განცხადება გავაკეთეთ უკვე, რომელიც დასაბუთებას უკავშირდებოდა, რამდენად იყო საჭირო მოსამართლის მხრიდან იმ ყველა ბერკეტის გამოყენება იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების დაყადაღება მომხდარიყო. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, თავს შევიკავებთ, რადგან პროცესი მიმდინარეობს. პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაისვა, აუცილებლად უნდა მოიხსნას,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2015 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,622
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics