ხელისუფლებამ უაზრო კამათსა და დაპირისპირებას თავი დაანებოს და ანტიკრიზისული გეგმა დადოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2015 21:38

ხელისუფლებამ უაზრო კამათსა და დაპირისპირებას თავი დაანებოს და ანტიკრიზისული გეგმა დადოს

ბურჯანაძეთუ ასე გაგრძელდა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და შესაბამისად, მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ბუჯანაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, მისი და იმ ადამიანების პროგნოზები რეალურია, რომლებიც საქართველოს სერიოზულ ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს უწინასწარმეტყველებდნენ. მისივე თქმით, ეს ყოველდღიურად მტკიცდება.
“ლარის კურსი ერთი პერიოდი თითქოს შეჩერდა და ახლა კვლავ მყისიერი გაუფასურება დაიწყო. როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება. თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ ზომები არ მიიღო, შეიძლება, 2.4-ს მიაღწიოს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ნამდვილად კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს საბოლოო ზღვარი კიდევ არ არის. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მოსახლეობას ლარის კურსის გაუფასურება ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მოსახლეობისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ასევე მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ ხალხი ხედავს, იმის ნაცვლად ქვეყნის ხელისუფლება დაკავებული იყოს რეალური პრობლემების მოგვარებით, ხელმძღვანელობაში კინკლაობით არიან დაკავებულები”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს
ნინო ბურჯანაძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვია.
“ვერ ვიტყვით, რომ ის რაც ხდება, მხოლოდ საგარეო ფაქტორების ბრალია, ან მხოლოდ იმის ბრალია, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციას არ ახორციელებს – ეს ყველაფერი მეორადია. მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, საექსპორტო პოტენციალი არ გვაქვს, რომ ჩვენი საწარმოები რეალურად არ მუშაობს. მარტო რუსეთთან ვაჭრობა რომ ავიღოთ, შარშანდელ პირველ სამ თვესთან შედარებით, 10%-დან 5.4%-მდეა დაწეული ექსპორტი. არაფერს ვამბობ, თუნდაც უკრაინის შემთხვევაზე გასაგები მიზეზების გამო. რაც არ უნდა ილაპარაკოს ქვეყანამ ინვესტიციებზე, როდესაც ინვესტორი ხედავს იმას, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია არაფრის მომცემი კინკლაობით, როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ მთავრობაშიც კი არის რეალური დაპირისპირება, რაც ჩანს ტელეეკრანებზე, როდესაც ინვესტორი ხედავს, როგორ ელაპარაკება მინისტრის მოადგილე, რომელსაც ზურგს ეტყობა ვიღაც უმყარებს, პრემიერ-მინისტრს და როგორ კამათობენ ერთამენთთან პრემიერ-მინისტრი და მინისტრები – ეს არ არის ჯანსაღი და საქმიანი კამათი, არამედ არაფრისმომცემია, აქ ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ ასე გაგრძელდა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და შესაბამისად, მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ ან რამე უნდა იღონოს, ან უბრალოდ ის უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ხელისუფლებამ უაზრო კამათსა და დაპირისპირებას თავი დაანებოს და ანტიკრიზისული გეგმა დადოს- აღნიშნა ბურჯანაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2015 21:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,602
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics