„ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ აჰყვა პროვოკაციებს“

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 17:15

„ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ აჰყვა პროვოკაციებს“

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით, ხელისუფლება იმ ვითარებაში, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით, ხელისუფლება იმ ვითარებაში, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

როგორც „პირველ პრესკლუბში“ მაღრაძემ განაცხადა, გათვლები იყო, რომ აღნიშნული ვიდეოების გამო უნდა დაპატიმრებულიყვნენ ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია, რასაც შემდეგ არეულობა უნდა მოჰყოლოდა.

“პრემიერ-მინისტრმა მიმართა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, რომ მათი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ სტანდარტებით, რაც ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს. ჩემი აზრით, უკრაინის ხელისუფლემაც სათანადო ზომები უნდა განახორციელოს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ სწორი პოზიცია დაიჭირა, რომ არ აჰყვა ამას. გათვლები იყო, რომ უნდა დაპატიმრებულიყო გვარამია, ბოკერია და ამას ამბავი მოჰყოლდა. ხელისუფლებას სწორი პოზიცია აქვს“, – განაცხადა მაღრაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 17:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics