“ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ბატონი დავით ბაქრაძის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ასე აზროვნებს, ასე მეტყველებს და ასეთ გეგმებს სახავს?! “

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2015 17:05

“ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ბატონი დავით ბაქრაძის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ასე აზროვნებს, ასე მეტყველებს და ასეთ გეგმებს სახავს?! “

თუკი “ნაციონალური მოძრაობა” გვეუბნება, რომ მათ პოლიტიკურ ლიდერზე მეურვეობაა დასაწესებელი, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“ესე იგი, ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ბატონი დავით ბაქრაძის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ასე აზროვნებს, ასე მეტყველებს და ასეთ გეგმებს სახავს?! თუ ამით გვეუბნებიან, რომ მეურვეობაა დასაწესებელი მათ პოლიტიკურ ლიდერზე, რბილად რომ ვთქვა, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვას, ამ საკითხს განვიხილავთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ დაგეგმავს არანაირ ძალადობას, ბრძოლა კი თავისუფალი სიტყვის დასაცავად კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში გაგრძელდება.

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2015 17:05

Google სტატისტიკა


3,979
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics