,,ხაჯინბა – ნაციონალისი და რუსოფობი არძინბას კლანიდან,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 14, 2015 13:00

,,ხაჯინბა – ნაციონალისი და რუსოფობი არძინბას კლანიდან,,

მნიშვნელოვანი

  • პოლიტოლოგი თავის სტატიაში აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს და აცხადებს, რომ ამჟამინდელი აფხაზთა ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა, ნაციონალისტი, რუსოფობი და არძინბას კლანის წარმომადგენელია...

სხვა სტატიები

,,რუსოფობი არძინბას კლანიდა,, ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსი პოლიტოლოგი იური დანი, რუსულ გამოცემა ,,ინ-საიდერში,,

პოლიტოლოგი თავის სტატიაში აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს და აცხადებს, რომ ამჟამინდელი აფხაზთა ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა, ნაციონალისტი, რუსოფობი და არძინბას კლანის წარმომადგენელია…

იური დანი, ერთი თვის წინ თანამდებობიდან წასული, აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერის ბესლან ბუტბას გადადგომას განიხილავს, როგოც აფხაზური ხელისუფლების მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯს, ამ ხელისუფლებიდან ინტელექტუალების გადინებასა და აფხაზეთში არასასურველი მოვლენების დაწყების მაუწყებელს …

,,10 წლიანმა ანტირუსულმა პროპაგანდამ და საქართველოსთან ,,მსუბუქი ინტეგრაციის,, შენიღბულმა პოლიტიკამ კარდინალურად შეცვალა აფხაზური საზოგადოების განწყობები, რომელიც ახლა დანაწევრებული და დეზორიენტირებულია. ამ სიტუაციაში, რუსეთი ალბათ მშვიდად არ დაელოდება ახალ ,,მაიდანს,, კავკასიის უსაფრთხოების მისთვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს წერტილში.
ყველა შემთხვევაში, აფხაზეთმა ორი ნაბიჯით დაიხია უკან იმითი, რომ უარი თქვა გეგმაზომიერ, მართვის ძირითად ხელოვნებაზე დამყარებულ განვითარებაზე, რომელიც კვალიფიციური პოლიტიკოსის გამოცდილებით იყო გამყარებული და აირჩია ნაცადი და დატკეპნილი გზა, რომელიც სამწუხაროდ არაფერ კარგთან არ მიიყვანს,, აცხადებს რუსი პოლიტოლოგი იური დანი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 14, 2015 13:00

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics