,,ხალვაშის პერიოდი იყო თუ ჭკუასელის, წინა ხელისუფლებამ 25 მილიონი გაპატიათ”

news
ავტ.: news ოქტომბერი 27, 2015 22:59

,,ხალვაშის პერიოდი იყო თუ ჭკუასელის, წინა ხელისუფლებამ 25 მილიონი გაპატიათ”

მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ის წილების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქმე რუსთავი 2-ის მფლობელებს შორის მიმდინარეობს.

“სამოქალაქო დავაში ორივე მხარეს აქვს მტკიცებულებეების წარმოდგენის ვალდებულება. დავის საგანი მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს კაცი ამბობს, რომ 300 ათასად წამართვეს რამდენიმე მილიონიანი ქონებაო. მეორე მხარე თუ დაამტკიცებს, რომ დავიშვად ათასად ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშის მტკიცებულება იქნება არასწორი. იქ კი არ უნდა ვეძებოთ სიმართლე, სადაც დავა არ არის. ეს კაცი ამბობს, რომ წამართვეს. დავის საგანი არ არის, რომ ქიბარ ხალვაში იყო ყოფილი მესაკუთრე ამაზე არავინ დავობს.

წინა ხელისუფლება დიდოსტატი იყო კადრების ჩაწერის კარგად გადაიღებდნენ თუ ჩემოდნებით აძლევდნენ ქიბარ ხალვაშს ფულს. კასრების პრობლემა ქონდათ თუ რა. კობა ბექაურს თუ გადაუღეს კადრები რა, მას რატომ არ გადაუღეს. გაკოტრების რეჟიმში იმიტომ იყავით, რომ თავის არიდება გინდოდათ გადასახადებისთვის. ქიბარ ხალვაშის პერიოდი იყო თუ ჭკუასელის, წინა ხელისუფლებამ 25 მილიონი ლარი გაპატიათ,”- აცხადებს ქუცნაშვილი.

news
ავტ.: news ოქტომბერი 27, 2015 22:59

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics