ხათუნა ლაგაზიძე: ახლა მართლა “დეჟავიუ” დამეწყო

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ახლა მართლა “დეჟავიუ” დამეწყო. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ვერ ხვდება, საით მიექანება ქვეყანა ძალიან სამწუხაროა, ძალიან. მაგრამ, როგორც ჩანს, საშველი არ არის, არ არის, არ არის.  არადა, არ მახსოვდეს მაინც, როგორ წერასატანილი მიექანებოდა შევარდანაძის ხელისუფლება თავდაღმართში. იმ ხელისუფლებაშიც ბევრი ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ დაბრმავებულებს ვერაფერი ვუშველე. ახლა ესენიც წერასატანილებს გვანან, საზღაური კი საზოგადოებამ უნდა ზღოს. გამიხარდება, რომ ვცდებოდე”,- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

ვირუსის ბლოკატორები