ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს

news
ავტ.: news თებერვალი 28, 2015 16:40

ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მაღალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ.

ისინი დღეს შენობასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათი თქმით, მშენებლობა უკანონო იყო და წინა ხელისუფლების დროს, სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, ადგილზე სამუშაოები ისევ განახლებულია.

აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მშენებლობა ისევ უკანონოდ მიმდინარეობს და კომპანიისგან ნებართვის უფლების წარდგენას ითხოვენ.

ისინი მერიასაც მიმართავენ და მოითხოვენ, რომ სამუშაოები შეწყდეს.

news
ავტ.: news თებერვალი 28, 2015 16:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics