წულუკიანი: ენმ სიცოცხლისთვის საშიშ ნივთებს იუსტიციის სახლის სახურავში მალავდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 19, 2015 17:20

წულუკიანი: ენმ სიცოცხლისთვის საშიშ ნივთებს იუსტიციის სახლის სახურავში მალავდა

wulukianiსაქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას იუსტიციის სახლის სახურავში “სიცოცხლისთვის საშიში ნივთები” დაუმალეს. დღეს სამშენებლო მასალები შენობიდან გაიტანეს. წულუკიანის თქმით, ეს მოვლენა იქნება მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის სიცოცხლე არ იყო ღირებულება.

“მაშინ, როცა მიშა სააკაშვილს წინასაარჩევნოდ სწრაფად, უხარისხოდ უნდა დაესრულებინა და გაეხსნა 2012 წლის შემოდგომაზე ეს სახლი, ჩარჩა სახურავში ნაგავი, რომელიც არის სიცოცხლისთვის საშიში. დღევანდელი მოვლენა იქნება სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ სიცოცხლე არ იყო მაშინ ღირებულება. რეალურად საკუთარ მოსახლეობას მიშა სააკაშვილმა, ჩემმა წინამორბედმა ბატონმა ვაშაძემ დაუმალეს, რომ შეკრულ სახურავში, რომელშიც სივრცე არის 2 მეტრი სიმაღლის, დატოვეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები. ვსვამ პროკურატურაში კითხვას, არის თუ არა ეს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული”, – თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სამშენებლო ნარჩენების გამოტანის ხარჯმა 40 000 ლარს გადააჭარბა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 19, 2015 17:20