წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულმა თავი მოიკლა

news
ავტ.: news მაისი 31, 2015 20:45

წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულმა თავი მოიკლა

მნიშვნელოვანი

  • სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

სხვა სტატიები

სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
“31 მაისს სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ, წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა. აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით. გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ბათუმში, სადაც ოჯახის წევრებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესაუბრა. ბაკურიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ გარდაცვლილი წინასწარ პატიმრობაში მყოფი, 36 წლის ირაკლი სურმანიძეა.
“ირაკლი სურმანიძე წარმოშობით ბათუმელია. ის რამდენიმე საათის წინ ჩამოასვენეს ბათუმში. ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ბრალდებულმა თავი მოიკლა. მაგრამ თვითმკველობის ვერსია სადავოა, სურმანიძეს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ის მიმდინარე წლის 14 მაისს, ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარების მუხლით დააკავეს, თუმცა ბრალს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ ცნობდა”, – განაცხადა ბაკურიძემ.

news
ავტ.: news მაისი 31, 2015 20:45

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics