წვიმის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს მერია და გამგეობა დაეხმარება

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 12:32

წვიმის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს მერია და გამგეობა დაეხმარება

5 ოჯახს, რომელიც გუშინ წვიმის შედეგად დაზარალდა და გაუსაძლის პირობებშია, ვაკის რაიონის გამგეობა კომპენსაციას გადაუხდის. პრობლემების მოგვარებამდე კი მერია ქირით დააკმაყოფილებს.

ეს განცხადება ვაკის რაიონის გამგებელმა დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ სპეციალურ თათბირზე გააკეთა. ლაშა აბაშიძის განმარტებით, ამ 5 ოჯახის საცხოვრებელი ფართი დატბორილია და სახლებში შესულია წყალი.

„ჩვენ ყველა იმ ოჯახს, რომელთა სახლებიც დაიტბორა, კომპენსირებას გავუკეთებთ და ვიდრე მოწესრიგდება მათი ფართები, მერია გაიყვანს ქირით,“ – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 12:32