წალენჯიხაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 14:06

წალენჯიხაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში. წალენჯიხიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ტრაილერი “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ბ სამუშია, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების განცხადებით ავტოავარიის შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აღნიშნულ ავტოავარიასთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ქვედანაყოფები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 14:06