ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2015 11:59

ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო

1561553109_805525636205181_7625655596902711605_oსაქართველოს მთავრობას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას და გაძლიერებას. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ძლიერი რეგიონის არარსებობის შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაძლიერდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელსაც ჰქვია –ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო. ეს იქნება მიმართული რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ. ამ პროექტის ფარგლებში ამუშავდება შეჩერებული და მიტოვებული საწარმოები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ამ საწარმოებში ჩადონ ფული და დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა.
ამ ახალ პროექტს მოჰყვება ადგილებზე, რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება და ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობამ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის პოტენაციალი და დღეს არის დეტალური სურათი, თუ რა არის საჭირო რეგიონების ფეხზე დასაყენებლად.
“უკვე გვქონდა ამ პროექტის პრეზენტაცია სამცხე- ჯავახეთში, ხვალ ასეთივე პრეზენტაციას ვაწყობთ სამეგრელოში.
კიდევ ერთი პროექტი იწყება უკვე რამდენიმე დღეში რეგიონებში. ეს არის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მაშტაბით 1500-ზე მეტ მეწარმეს გაეწევა დახმარება ბიზნესის წამოწყების კუთხით, 2100 ადამიანი გაივლის სპეციალურ ტრენინგს და 2400-ზე მეტი ადამიანის პირდაპირი დასაქმება მოხდება.
რეგიონებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი – ,,მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას”, რომლის მიზანია საქართველოს ყველა ქალაქამდე და სოფლამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების მიყვანა. დაახლოებით 2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2015 11:59

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics