„ძალიან სასაცილოები ხართ, რადგან ერთსა და იმავე კითხვას სვამთ“-ირაკლი ღარიბაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2015 18:59

„ძალიან სასაცილოები ხართ, რადგან ერთსა და იმავე კითხვას სვამთ“-ირაკლი ღარიბაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, დაინტერესდეს, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის საქმიანობით.

უმცირესობის სხდომაზე ღვინიაშვილმა კახეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„ირაკლი შიოლაშვილი თქვენი ნათესავია, რომელიც საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის სახელმწიფო ტექნიკას იყენებს და ფულს არ იხდის. ეს დოკუმენტურად არის. ასეთი ადამიანი რეგიონის გუბერნატორად, რატომ უნდა მუშაობდეს?

დედოფლისწყაროდან ხართ და ეს ინფორმაცია გადაამოწმეთ. გურჯაანის რაიონიდან პოლიტიკური ნიშნით ასობით ადამიანი გამოყარეს სამსახურიდან და ქრთამზე დაჭერილი გამგებლები გყავთ!არსებობს არქივი და ეს ნახეთ. თქვენ უფლება გაქვთ, პრემიერ-მინისტრი იყოთ?“, – მიმართა ღარიბაშვილს ღვინიაშვილმა.

პრემიერმა კი ოპოზიციონერს უპასუხა – „ძალიან სასაცილოები ხართ, რადგან ერთსა და იმავე კითხვას სვამთ“.
პრემიერ-მინისტრმა ნაციონალებს საკუთარი დაპირებები შეახსენა და მათ „მორიგი დემაგოგიისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„მაშინ არ გრცხვენოდათ, როცა პატიმრებს აწამებდით? მადლობა მორიგი დემაგოგიისთვის.
შემიძლია 30 პროექტი დაგისახელოთ, მაგრამ თქვენი დემაგოგიური გამოსვლები ყველასთვის ცნობილია და არ ვაპირებ, რაიმე გითხრათ. საქართველოში ჩვენი საქმე, ყველამ ნახა.
თქვენ როდის გცხვენოდათ და როდის არა? მეც მაინტერესებს, თქვენ რატომ არ გრცხვენიათ, როცა საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეთ? არ ვაპირებ თქვენს პროვოკაციას წამოვეგო“, – მიმართა ღარიბაშვილმა „ნაციონალებს“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2015 18:59

Google სტატისტიკა


4,091
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics