ცხინვალი ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 15, 2015 15:36

ცხინვალი ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასაევის განცხადებით, ოსურ საჯარისო ფორმირებებში გამოცხადებული საბრძოლო განგაში და ჯარების გადაადგილება, ადრე დაგეგმილი საბრძოლო მომზადების ნაწილია და არაა დაკავშირებული ოსეთის საზღვართან მომხდარ პროვოკაციებთან...

სხვა სტატიები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასაევის განცხადებით, ოსურ საჯარისო ფორმირებებში გამოცხადებული საბრძოლო განგაში და ჯარების გადაადგილება, ადრე დაგეგმილი საბრძოლო მომზადების ნაწილია და არაა დაკავშირებული ოსეთის საზღვართან მომხდარ პროვოკაციებთან…

გასაევის განცხადებით, მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არააქვს, რადგან ამ წუთისათვის განგაში მოხსნილია და სამხედროები დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.

ამავეს ადასტურებს ოსების დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარზე ვითარება სტაბილურია და რომ ოსეთის ხელისუფლებამ უკვე მიმართე აუთოს დამკვირვებლებს საზღვარზე მომხდარი პროვოკაციის შესახებ.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ ბაზებზე დაიწყო საბრძოლო სწავლებები, რომლებშიც 1500 მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას და რომელიც 2 კვირას გაგრძელდება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 15, 2015 15:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics