ცხინვალთან რუსული სახედრო ტექნიკა აფეთქდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 25, 2015 17:46

ცხინვალთან რუსული სახედრო ტექნიკა აფეთქდა

მნიშვნელოვანი

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქვემეხი მაშინ აფეთქდა, როცა ის რუსეთის მე-4-ე ბაზიდან, ცხინვალთან ახლოს სოფელ კვერნეთში არსებულ პოლიგონზე მიემართებოდა. თვითმავალ ქვემეხს, ჯერ ცეცხლი წაეკიდა ხოლო შემდეგ ჭურვებიანად აფეთქდა.

სხვა სტატიები

0_70fc6_325edd2d_orig - копия (3)რუსული სააგენტოების-ს ცნობით, ცხინვალთან ახლოს რუსული სამხედრო ბაზის კუთვნილი თვითმავალი ქვემეხი აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვემეხი მაშინ აფეთქდა, როცა ის რუსეთის მე-4-ე ბაზიდან, ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ კვერნეთში არსებულ პოლიგონზე მიემართებოდა. თვითმავალ ქვემეხს, ჯერ ცეცხლი წაეკიდა, ხოლო შემდეგ ჭურვებიანად აფეთქდა.

რუსული მედიის  ცნობით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ეკიპაჟმა ცეცხლის გაჩენისთანავე დატოვა სამხედრო ტექნიკა. ამის  შემდგომ საშიში ტერიტორიას ალყა შემოარტყეს, რათა არავინ დაზიანებულიყო, აცხადებენ რუსული წყაროები.

გავრცელებული ცნობით, ცხინვალში აფეთქების ხმის გამო გარკვეული პანიკა იყო… მოსახლეობას ეგონა, რომ რუსული სამხედრო საწყობები ფეთქდებოდა… თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარი საინფორმაციო წყაროებით დააწყნარა ხალხი…  განაცხადეს, რომ ძველი ჭურვების დაგეგმილი უტილიზაცია მიმდინარეობდა და მათ აფეთქებდნენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 25, 2015 17:46