ცნობილმა ქართველმა მომღერალმა კრემლის სანქციებს სიმღერით დასცინა (VIDEO)

zaalishviliრუსეთში თითქმის 2 კვირაზე მეტია, რაც  ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებულ სანქციებზე, კონტრსანქციები სახით რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული ევროპული საკვები პროდუქტების განადგურების აქცია მიმდინარეობს… რასაც თავად რუსეთის საზოგადოების გარკვეული ნაწილი კრიტიკულად უყურებს და არ უჭერს მხარს… თვლიან, რომ სანქცირებული და ქსელიდან ამოღებული პროდუქტები, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, კი არ უნდა განადგურდეს, არამედ გაჭირვებულ და მშიერ მოსახლეობას, რომელიც რუსეთში არც ისე ცოტაა, უნდა დაურიგონ…
ამ თემას გამოეხმაურა კანადაში მცხოვრები ქართველი საოპერო მომღერალი და მაკგილის კონსერვატორიის პროფესორი ზაზა ზაალიშვილი, რომელმაც რუსი პოეტის ანდრეი ორლოვის (ორლუშა) ტექსტზე შთაგონებულმა შესანიშნავი რუსული სიმღერა შექმნა… სიმღერამ, ინტერნეტში განთავსებიდან მცირე დროის მიუხედავად, უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა…
სიმღერას ,,პარმეზანის სიკვდილი,, (,,სმერტ პარმეზანა,, რუს.) ჰქვია… როგორც მოგეხსენებათი ,,პარმეზანი,, ტალიური ყველის სახეობაა, თუმცა ამ ირონიულ სიმღერაში რუსეთის ხელისუფლების მიერ სხვა სახეობის საკვები პროდუქტების განადგურებაზეცაა საუბარი…

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო /

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში,,არ მახსოვს დრო ამაზე შემზარავი – თუ რატომ უახლოეს საათებში დავწერ”
შემდეგი სტატიაკვიტაშვილმა უკრაინის რადაში ლუსტრაციული შემოწმება გაიარა