,, ციპრას! გვაჩვენეთ, რომ ცრუ წინასწარმეტყველი კი არა, ნამდვილი ლიდერიხართ,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 9, 2015 15:52

ევროპარლამენტში საბერძნეთის კრიზისისა და ბერძენი პრემიერის ალექსის ციპრასის გამოსვლის განხილვა გრძელდება…

ევროლიდერების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებით, ჯერ კიდევ რჩება დრო საბერძნეთთან შეთანხმების მიღწევის… თუ ამას თავად საბერძნეთის ხელისუფლება და ალექსის ციპრასი შეუწყობენ ხელს.

ევროპარლამენტის ზოგიერთი ლიდერი კი, ციპრასის მხრიდან შეთანხმების სურვილს ვერ ხედავს… რაც ბერძენი პრემიერის სიტყვით გამოსვლის შემდეგაც გამოჩნდა ევროპარლამენტში.

ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის თავმჯდომარემ გუი ვერჰოფსტადტმა, ბერძნების პრემიერ ციპრასს, სიტყვით გამოსვლის მერე შემდეგნაირად მიმართა, ,,პრემიერო ციპრას! გვაჩვენეთ, რომ ცრუ წინასწარმეტყველი კი არა, ნამდვილი ლიდერიხართ!,,

,,თქვენ აცხადებთ, რომ ბერძნებს სიტუაციის გამოსასწორებლად ძალისხმევა არ დაუშურებიათ… გეთანხმებით… ბერძნებს არ დაუშურებიათ ძალისხმევამე… ვინც ძალისხმევა არ გამოიჩინა ეს ბერძენი პოლიტიკოსები იყო… სიმართლე კი ის არის, რომ თქვენ ბოროტად იყენებთ სისტემას… ეს არის მნიშვნელოვანი! მე მაბრაზებს ის, რომ თქვენ მუდმივად  დანაშაულზე საუბრობთ და თქვენგან საბერძნეთის წინადადება აქამდე არ მიგვიღია,, განაცხადა ბელგიელმა ვერჰოფსტადტმა ევროპარლამენტში, ციპრასის გამოსვლის პასუხად.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები საბერძნეთის მიმარტ გადაწყვეტილებას კვირას 12 ივლისს მიიღებენ.

https://youtu.be/N2r_0Xb6VIM

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 9, 2015 15:52

Google სტატისტიკა


7,939
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics