ციპრასმა კრედიტორთა გეგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდა ბერძნებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 3, 2015 23:53

მნიშვნელოვანი

  • საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა, კრედიტორების მიერ შემოთავაზებული საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლის გეგმის უარყოფისკენ და 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე უარის თქმისკენ მოუწოდა ბერძნებს...

სხვა სტატიები

საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა, კრედიტორების მიერ შემოთავაზებული საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლის გეგმის უარყოფისკენ და 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე უარის თქმისკენ მოუწოდა ბერძნებს…

ათენის ცენტრში მიმდინარე კრედიტორთა პროგრამის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან მიტინგზე გამოსვლისას, ციპრასმა მიტინგს დემოკრატიის ზეიმი უწოდა, სადაც ბერძნები კი არ აპროტესტებენ არამედ ზეიმობენ დემოკრატიას… მან კრედიტორთა პროგრამას, რომლის მიხედვითაც საბერძნეთმა ხარჯების შემცირება უნდა დაიწყოს, რათა 300 მილიარდ დოლარამდე ვალის გასტუმრება დაიწყოს, შანტაჟი უწოდა და განაცხადა, რომ ეს გეგმა საბოლოოდ დაანგრევს საბერძნეთის ეკონომიკას.

,,დღეს მთელი ევროპა გიყურებთ თქვენ… მილიონობით ადამიანს იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დაიბადა… დემოკრატიას ევროპაში უნდა დაბრუნება… ევროპ[აში სადაც ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად ფასობდა. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს უფლებებს და კვირა რეს ხმას მივცემთ ამ გეგმის წინააღმდეგ,, განაცხადა ციპრასმა.

ანალიტიკოსების აზრით, საბერძნეთის მოსახლეობა თითქმის ნახევარ-ნახევარზე არიან გაყოფილი კრედიტორთა პროგრამის მიწინააღმდეგეებად და მომხრეებად… ამიტომ რეფერენდუმის შედეგების წინასწარ პროგნოზირებას უხერხულ საქმედ მიიჩნევენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 3, 2015 23:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics