“ცვლილებები შესაძლოა საჭიროა, მაგრამ არა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე”, – მანანა კობახიძე

ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საბანკო ზედემხედველობის სამსახურის ცალკე გამოყოფის ინიციატივას აფასებს მანანა კომახიძე. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ცვლილებები შესაძლოა საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე.

“თუ თავად ეროვნული ბანკის და სისტემის უკეთესი და გამართული მუშაობისთვის ყოველგვარი მოულოდნელობის და დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისთვის, დამატებით გარკვეული მონიტორინგის სისტემაა შემოსატანი და ეს არის სწორედ ისეთი სისტემა, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მე პირველ რიგში ვგულისხმობ ევროკავშირს, ბუნებრივია, ეს არის გასაზიარებელი. არ უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობაში, მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლების დამატებით და ზედმეტად ჩარევას გამოიწვევს,” – განმარტავს მანანა კობახიძე.

ვირუსის ბლოკატორები