ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 12:26

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური საარჩვენო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოიპოვეს. არჩევნები ამ ორი ოლქის სამ უბანში ჩატარდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ შემაჯამებელი კომენტარები გაკეთდა.

ცესკოს-ს მონაცემებით, სენაკის აარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა მალხაზ ტორჩინავამ 49.16 პროცენტი დააგროვა, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ასევე ქართული ოცნების კანდიდატმა ვასილ გაბისონიამ 57.02 პროცენტი.

სენაკის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლების 74 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა, ზუგდიდის ოლქში კი მოსახლეობის 63 პროცენტი გამოცხადდა არჩევნებზე.

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 12:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics