ცარნაევის სიცოცხლეს ერთი ხმა სჭირდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2015 17:06

ცარნაევის სიცოცხლეს ერთი ხმა სჭირდება

ცარნაევის სიცოცხლეს ერთი ხმა სჭირდება

მასაჩუსეცის ჟიურიმ ჯოხარ ცარნაევი 30-ვე პუნქტში დამნაშავედ ცნო. ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ დასჯის ფორმა.
პრესა, რომელთანაც ჟიურის კომენტარის გაკეთების უფლება ჯერ არა აქვს, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს, რატომ დასჭირდა ჟიურის 11 საათიანი მსჯელობა განაჩენის გამოსატანად მაშინ, როცა ბრალდებულის ადვოკატმა პირველივე პროცესზე თქვა, რომ ცარნაევი ბრალს აღიარებს.
პროკურატურა მოწმეებს კითხავდა 15 სამუშაო დღის განმავლობაში, რომ ჟიურისთვის ეჩვენებინა მტკიცებულებები. სულ 92 მოწმე დაიკითხა.
დაცვას სულ ორი დღე დასჭირდა საკუთარი მასალების წარსადგენად. გამოიძახა ოთხი მოწმე და სულ 6 საათი დახარჯა.
პროცესის მსვლელობისას დაცვის მხარეს მოწმეები ჯვარედინი მეთოდით არ დაუკითხავს, რათა ჟიური საკუთარი მხარის წინააღმდეგ არ განეწყო, რომელიც მას მეორე სტადიაზე ნამდვილად დასჭირდება. მაშინ, როცა უნდა გადაწყდეს ცარნაევმა უნდა იცოცხლოს თუ მოკვდეს.
მოსამართლე ჯორჯ ო’ტულმა ცარნაევის ოთხივე უფასო ადვოკატს მომხდარის საკუთარი ვერსიის წარმოდგენა აუკრძალა. ეს აკრძალვა 13 აპრილს უკვე აღარ იმოქმედებს, როცა პროსეცის მეორე სტადია დაიწყება.
ეს ვერსია კი მდგომარეობს იმაში, რომ ჯოხარი თავისი ძმის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც აღმერთებდა და ეშინოდა. ჯოხარის უფროსი ძმა ტამერლანი ბოსტონის ტერაქტიდან სამ დღეში მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ჯოხარის სიცოცხლეს მხოლოდდამხოლოდ ერთი ხმა წყვეტს, ანუ ერთი ჟიური,რომელიც მისი სიკვდილით დასჯაზე უარს იტყვის. ამ შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.
ძმებმა ცარნაევებმა 2013 წელს ბოსტონში მარათონის მსვლელობისას ტერაქტი მოაწყვეს. ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ასობით ადამიანმა კი დაზიანებები მიიღო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2015 17:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics