ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკა“ გაიხსნა

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 11:14

ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკა“ გაიხსნა

მნიშვნელოვანი

  • 19 ივლისს ჩოხტაურში, თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

სხვა სტატიები

IVLITAS BIBLIOTE

19 ივლისს ჩოხტაურში, თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსის”, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივითა და ახალგაზრდების ენთუზიაზმით გაკეთდა.

ბიბლიოთეკას, სადაც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა.

ასეულობით დასახელების მხატვრული, შემეცნებითი, საბავშვო ლიტერატურა და აუდიო/ვიზუალური მასალა განათლების სამინისტროს თანამშრომლებისა და ქართული გამომცემლობების ძალისხმევით შეგროვდა. ნუსხაში შესულია წიგნები, როგორც საგამომცემლო, ისე პირადი ბიბლიოთეკიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის გამომცემლობებს: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, “მერიდიანი”, „კლიო”, „სიდი”, “ტრიასი“, „გაზეთი საქართველოს მაცნე”, ,„შემეცნება“, „წყაროსთვალი“, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, „ოცდამეერთე“, „პედაგოგიკა“, „ინგლისური წიგნი საქართველოში“.

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 11:14

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics