ჩიორა თაქთაქიშვილი: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 16:14

ჩიორა თაქთაქიშვილი: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

საპარლამენტო უმცირესობის წარმოამდგენლებმა კანონპროექტის ავტორისგან მოითხოვეს, რომ გამჭვირვალე იყოს უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის შერჩევის პროცესი. კანონპროექტის მიღების შემდეგ პრემიერს აქვს 10 დღიანი ვადა, რომ უსართხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატი საზოგადოებას წარუდგინოს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციისთვის ვადები გათვალისწინებული არ არის და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ აპირებს უხელმძღვანელოს მოსმენების სამსახურს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ლევან იზორიას თქმით კი გამჭვირვალობის პროცედურები უზრუნველყოფილია. და კითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებული პირები მიიღებენ პასუხებს საკომიტეტო და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე საუბარი პარლამენტში გრძელდება.

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 16:14