ჩიორა თაქთაქიაშვილი – ახალი რეგულაციები “ოდეერების” სამსახურის ფუნქციონირებას კიდევ უფრო აფართოვებს

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 15:50 განახლებულია

ჩიორა თაქთაქიაშვილი – ახალი რეგულაციები “ოდეერების” სამსახურის ფუნქციონირებას კიდევ უფრო აფართოვებს

მნიშვნელოვანი

  • ოპოზიციონერი დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, "ოდეერების" ინსტიტუტთან დაკავშირებით რეალურად არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ კანონში ტერმინი "უშიშროების ოფიცერი" არ იქნება გამოყენებული.

სხვა სტატიები

ოპოზიციონერი დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, “ოდეერების” ინსტიტუტთან დაკავშირებით რეალურად არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ კანონში ტერმინი “უშიშროების ოფიცერი” არ იქნება გამოყენებული.
როგორც თაქთაქიშვილმა “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” პროექტის განხილვისას განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მიმართულებით შემოთავაზებული ახალი რეგულაციები “ოდეერების” სამსახურის ფუნქციონირებას კიდევ უფრო აფართოვებს.
“ჩანაწერი არის ბუნდოვანი. გასაიდუმლოებული იქნება დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა არის უსაფრთხოების რეჟიმი, როგორც ღონისძიებებით უნდა იყოს ის დაცული. შესაბამისად, ბანკებს, ტელევიზიებს თუ რომელიმე სხვა უწყებას ეტყვით, რომ მათი ვალდებულებაა ამ საიდუმლო დოკუმენტით მოცემული ღონისძიებების გატარება, დაცვა, თუ გინდათ ეს თქვენით გააკეთეთ, თუ გინდათ, მოდით, შემითანხმეთ, ხელშეკრულება გააფორმეთ, თანხა გადამიხადეთ და მოგივლენთ თანამშრომელს, რომელიც ამას მოაგვარებს და პირადად ჩემთან იქნება ანგარიშვალდებული. ეს იქნება ძალიან დიდი ჩარევა კერძო ორგანიზაციების საქმიანობაში”, – განაცხადა თაქთაქიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, საქართველოს მთავრობა, საკუთარი დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს განსაზღვრავს. ასეთი სუბიექტებისთვის კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს დაადგენს, გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციას და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას გაუწევს კონტროლს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტით ე.წ. ოდეერების სისტემა და ამასთან დაკავშირებით პროექტში არსებული ჩანაწერი უქმდება.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც შსს გაყოფასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს.

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 15:50 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics