ჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2015 13:17

ჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

მნიშვნელოვანი

  • ჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

სხვა სტატიები

ჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებსდევნილებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლები, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი დაესწრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს ისეთ საკითხებზე როგორიცა განსახლების, სახლების შეძენის,იპოთეკით დატვირთული საკუთრებების, ერთჯერადი დახმარებებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პრობლემებზე. საპასუხოდ აჭარისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, მანუჩარ ჩილაჩავამ განაცხადა, რომ ის სამინისტროს მოახსენებს ყველა ამ პრობლემის შესახებ და არც ერთი საკითხი არ დარჩება რეაგირების გარეშე.

ჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
შეხვედრის ორგანიზატორის, ასამთავრობო ორგანიზაცია „ ჩართულობიდან დემოკრატიამდე „ ხელმძღვანელის ქეთევან ჯობავას შეფასებით შეხვედრა პროდუქტიული იყო და მონაწილეები შემდგომში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით: – აუცილებელია ანალოგიური შეხვედრების ჩატარება.ჩილაჩავამ გვიპასუხა ყველა კითხვაზე და გაგვარკვია ძალიან ბევრ საკითხში. ასევე საინტერესო იყო მისი პოზიცია კონკრეტულ ბრალდებებზე . მისი რეკომენდაციით არის საკითხები , როდესაც უმჯობესია თუ დევნილი მიმართავს პროკურატურას ან სასამართლოს და ამ ინსტანციებში დაიცავს საკუთარ უფლებებს.

ჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2015 13:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics