“ჩვენ არ ვართ მკვლელები, ჩვენ წინასწარმეტყველის დამცველები ვართ”-შერიფ კოაჩი

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 13:40

“ჩვენ არ ვართ მკვლელები, ჩვენ წინასწარმეტყველის დამცველები ვართ”-შერიფ კოაჩი

საფრანგეთის ტერაქტის გამო ლიკვიდირებული ძმებიდან ერთ-ერთი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ფრანგულ ტელეკომპანიას ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ New york post-ი ავრცელებს.

გთავაზობთ შერიფ კოაჩისა და ჟრნალისტის დიალოგის ნაწყვეტს:

ჟურნალისტი: ალაჰის სახელით აპირებ კიდევ ვინმეს მოკვლას?

კოაჩი: მოკვლას? ვინ უნდა მოვკლა?

ჟურნალისტი: არ ვიცი, სწორედ ამას გეკითხები.

კოაჩი:ჩვენ რომელიმე მოქალაქე მოვკალით ბოლო 2 დღის განმავლობაში რაც ჩვენი ძებნა მიმდინარეობს?

ჟურნალისტი: თქვენ ჟურნალისტები მოკალით.

კოაჩი:არა, ჩვენ მოქალაქეები მოვკალით?

ჟურნალისტი: ერთი წუთით, თქვენ დღეს დილას მკვლელობა ჩაიდინეთ?

კოაჩი:ჩვენ არ ვართ მკვლელები, ჩვენ წინასწარმეტყველის დამცველები ვართ. ჩვენ არ ვკლავთ ქალებს და საერთოდ არავის. თუ ვინმე შეურაცხყოფს წინასწარმეტყველს მაშინ პრობლემა არ არის, ჩვენ მას მოვკლავთ, მაგრამ ჩვენ არ ვკლავთ ქალებს, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები. სწორედ თქვენ კლავთ მუსულმან ბავშვებს ერაყში, სირიასა და ავღანეთში. ეს თქვენ ხართ და არა ჩვენ. ჩვენ ისლამში პატივიცემის კანონი გვაქვს.

ჟურნალისტი: მაგრამ თქვენ ახლა შური იძიეთ და მოკალით ხალხი?

კოაჩი: მართალია, ჩვენ შური ვიძიეთ, ეს ზუსტი გამონათქვამია.

შერიფ კოაჩიმ ჟურნალისტთან საუბარში ასევე ახსენა, რომ ის საფრანგეთში იემენიდან ალ ქაიდამ გამოგზავნა, იქ კი ერთ-ერთი იმამის დაფინანსებით წავიდა, რომელიც უკვე მოკლულია. საუბარში იგი თავს არიდებს შეკითხვას იმის შესახებ იმყოფება თუ არა მისი ძმის გარდა მასთან ერთად კიდევ სხვა პირი და ჟურნალისტს პასუხობს, რომ ეს მისი საქმე არ არის.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 13:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics