,,ჩვენს პარტნიორებს რაიმე კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეთ“

news
ავტ.: news ოქტომბერი 23, 2015 14:06

,,ჩვენს პარტნიორებს რაიმე კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეთ“

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს არაობიექტურმა ტელეკომპანიამ, ვიდრე სასამართლოს მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს არაობიექტურმა ტელეკომპანიამ, ვიდრე სასამართლოს მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა.

„მედიათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მთავრობა ნამდვილად დგას ამ ფასეულობაზე, ამიტომ, მინდა ყველა დავარწმუნო, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არცერთი სატელევიზიო თუ მედიაკომპანიის პოლიტიკაში ჩარევა, არ უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ რომელიმე მაუწყებლობის, ვიდრე იმან, რომ თუნდაც რაიმე ეჭვი გაჩნდეს ჩვენ მეგობრებში და პარტნიორებში ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით. მინდა ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასაც მოვუწოდო და ყველა იმ ადამიანსაც, რომელიც ამის საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვწონს თუ არ მოგვწონს, იქნება მისაღები. თუმცა, სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებში, მეგობრებში არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 23, 2015 14:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics