“ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის, რომ დაშვებული შეცდომების გამეორების ფუფუნება არ აქვს”

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 11:24

“ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის, რომ დაშვებული შეცდომების გამეორების ფუფუნება არ აქვს”

მნიშვნელოვანი

  • ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ფრონტის პირა ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა გამოწვევაა. უსაფთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისდ კონფერენციას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ფრონტის პირა ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა გამოწვევაა. უსაფთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ძალიან ბევრი ცვლილები განხორციელდა. ჩვენმა ქვეყანამ, ხელმძღვანელობამ, ძალიან კარგად იცის, რომ არ აქვს იმის ფუფუნება, დაშვებული შეცდომები გაიმეოროს. გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომელიც საქართველოს ევროპისკენ მიმართულებას და არჩევანს უსვამს ხაზს. მოსახლეობის კეთილდღეობისთვის რეფორმები გატარდა ჯანდაცვის სისტემაში, რათა უფრო ჯანმრთელი თაობა გვყავდეს. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება, რათა საქართველოს უკეთ გამოადგნენ და ემსახურონ. ასევე დავიწყეთ მასშტაბური კამპანია С ჰეპატტიტის შესახებ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 11:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics