„ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება“

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 23:27

„ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება“

მნიშვნელოვანი

  • „ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება,“ - ამ განცხადებას საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი რუსთავი2- თან საუბრისას აკეთებს.

სხვა სტატიები

„ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება,“ – ამ განცხადებას საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი რუსთავი2- თან საუბრისას აკეთებს.

ადეიშვილი განმარტავს, თუ რა დახმარებას უწევენ საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრები უკრაინის მოქმედ მთავრობას.

„ჩვენი ჯგუფის მიზანი არის ის, რომ დავეხმაროთ უკრაინას და გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში იყო კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან მიმართებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება. ასევე ჩვენ ვატარებთ რეფორმებს პროკურატურაში, სადაც შეიქმნა ანტიკორუფციული სამსახური, სადაც ჩვენი ყოფილი თანამებრძოლები არიან დასაქმებულები,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 23:27