ჩეჩნეთის ეკონომიკური გეგმები აფხაზეთში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2015 01:07

ჩეჩნეთის ეკონომიკური გეგმები აფხაზეთში

ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი ჰასან ჰაკიმოვი აფხაზეთში რამდენიმე ეკონომიკური პროექტის განხორციელების იდეით გამოდის.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერს არტურ მიქვაბიასა და ჩეჩნეთის რასპუბლიკის ვიცე-პრემიერს ჰასან ჰაკიმოვს შორის გაცნობითი შეხვედრა შედგა.
ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი აფხაზეთს რამდენიმე ეკონომიკური პროექსტის განხორციელებას სთავაზობს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წმინდა ძმური ურთიერთობა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს 1992-1993 წლებში ჩამოყალიბდა, გაღრმავდება და გაფართოვდება აფხაზი და ჩეჩენი ხალხის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა მიქვაბიამ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ჩეჩნეთის დე-ფაქტო აფხაზეთში სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსლან ტუნტაევი და აფხაზეთის დე-ფაქრო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2015 01:07

Google სტატისტიკა


3,004
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics