ჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 19:15

ჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე

“ ჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, ვინც მოახერხა და ამ გუნდიდან გამოვიდა.

ჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ეს პიროვნებები [ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე]

ჩემი აზრით, მათ ძალიან დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინეს, რამეთუ ამ გუნდმა ვერაფრით ვერ მოახერხა ის, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახუროს, მთლიანი გუნდი მყავს მხედველობაში, ამ ოთხმა პიროვნებამ გააცნობიერა, რომ მათ აქვთ სამშობლო, მათ აქვთ ქვეყანა და ერთ კაცს არ უნდა გადაყვნენ, სამშობლოს, ქვეყანას უნდა ემსახურონ და მათი ქცევა და ის, რომ მათ მოახერხეს ამ გუნდიდან და გუნდურობაზე უარის თქმა.

ძირითადი იდეოლოგია რა არის ამ პარტიის – ნაციონალური მოძრაობის – , რასაც დღესაც აგრძელებს ძირითადი ნაწილი, რომ ეს გუნდი და ეს ერთი კაცი, აი, ამას უნდა ემსახურონ. იქ რომ გვერდით ქვეყანაა, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ მათ შვილები ყავთ, ოჯახები ჰყავთ და მათ უნდა იზრუნონ საკუთარი ქვეყნის მომავალზე, აი, ამას ვერ აცნობიერებენ. ის, რომ მოახერხეს მათ გამოყოფა და დაიწყეს, მე არ ვიცი მათი დღევანდელი იდეოლოგია, ყოველ შემთხვევაში ესენი არ არიან ჩვენი მომხრეები და ვერსად ვერ ნახავთ, რომ მათ ვთქვათ – ქართულ ოცნებასთან აქვთ რამე კომუნიკაცია, ან რაიმე მსგავსი.

თვითონ ფაქტი, რომ მათ მოახერხეს ამ გუნდიდან გამოსვლა, ჩემი აზრით, არის ძალიან დასაფასებელი, ჩემი მხრიდან მე ძალიან ვაფასებ. გვიან, ძალიან გვიან გააკეთეს მათ ეს, მაგრამ შეძლეს. აბა ნახეთ დანარჩენები, დღესაც რა საცოდავ დღეში არიან, დღესაც ისევ მათი სამშობლოა სააკაშვილი, დღეს მათი სახელმწიფოა სააკაშვილი ისევ, ისევ მათი დედა და მამაა სააკაშვილი და ისევ მისტირიან სააკაშვილს და ნახეთ, როგორ მიატოვა ამანაც, თანაც სამშობლოზე უარი თქვა ამ კაცმა და ოდესაში გადასახლდა, ისევ მას მისტირიან, მეტი ნიჭი არ ყოფნით, რომ აქედან ამოვიდნენ და გამოვიდნენ და ამ ფონზე მათი “ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრების” საქციელი არის ძალიან დასაფასებელი. ”

ბიძინა ივანიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 19:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics