„ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება“

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 12:57

„ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება“

მნიშვნელოვანი

  • მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სხვა სტატიები

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება თბილისის მერმაც გააკეთა.

„ამაზე მე გუშინ გავაკეთე კომენტარი და მერიამაც გაავრცელა, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს ოპოზიცონერი დეპუტატების მოთხოვნას, თბილისის მერის გადადგომისა და თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, ჩივიაშვილმა ამის შეფასება არ ისურვა.

„ამას, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, მე ვერ შევაფასებ. მას აქვს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ამასთან, ყველას აქვს უფლება, აზრი გამოთქვას“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

მან არც მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ისურვა კომენტარის გაკეთება. როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, ამაზე შეფასება დედაქალაქის მერმა უკვე გააკეთა და იგივეს აღარ გაიმეორებს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 12:57