“ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას,” – თამაზ მეჭიაური ეროვნულ ბანკზე საუბრობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 16:04

“ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას,” – თამაზ მეჭიაური ეროვნულ ბანკზე საუბრობს

მნიშვნელოვანი

  • "ასეთი თავგადაკლული ბრძოლა, რაც ეხება ეროვნულ ბანკს, იყოს დამალული გარდა ქადაგიძისა და მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალების, უკვე იწვევს სერიოზულ კითხვებს, რომ მთლად ისე არის საქმე, როგორც მათ უნდათ წარმოაჩინონ. ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას," - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

სხვა სტატიები

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი კვლავ ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლას გეგმავს და არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მიუხედავად ამ განწყობისა, თამაზ მეჭიაურმა პელანარულ სხდომაზე დღეს ეს საკითხი არ დააყენა და ჟურნალისტებთან მიზეზები განმარტა. როგორც მეჭიაური ამბობს, ჯერ ეს საკითხი მმართველ გუნდთან უნდა გაიაროს და საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბოს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მარტო ის რომ წყვეტდეს საკითხს, კომისიას აუცილებლად შექმნიდა.

“ასეთი თავგადაკლული ბრძოლა, რაც ეხება ეროვნულ ბანკს, იყოს დამალული გარდა ქადაგიძისა და მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალების, უკვე იწვევს სერიოზულ კითხვებს, რომ მთლად ისე არის საქმე, როგორც მათ უნდათ წარმოაჩინონ. ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

მეჭიაურის ინიციატივას, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება.

“ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავ შეიქმნას საგამოძიებო კომისია,” – აცხადებს გიგი წერეთელი.

დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა მეჭიაურის ამ ინიციატივას დაყენების შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 16:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics