- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
ჩამოვარდნილი A320-ის პილოტს თვითმფრინავის განადგურება ქონდა მიზნად
მნიშვნელოვანი
- მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა, რომ ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე მფრინავს თვითმფრინავის განადგურება ჰქონდა მიზნად. ბორტის თვითჩამწერებმა აჩვენეს, რომ ის იქამდე აკონტროლებდა დაშვებას, სანამ დაჯახება არ მოხდა.
სხვა სტატიები
მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა, რომ ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე მფრინავს თვითმფრინავის განადგურება ჰქონდა მიზნად. ბორტის თვითჩამწერებმა აჩვენეს, რომ ის იქამდე აკონტროლებდა დაშვებას, სანამ დაჯახება არ მოხდა.
„შავი ყუთის“ მონაცემების მიხედვით, მეორე პილოტი დაჯახების მომენტამდე ცოცხალი იყო.
რობენის თქმით, პირველი პილოტი რატომღაც კაბინის გარეთ აღმოჩნდა და უკან დაბრუნება ვერ შეძლო. პროკურორის თქმით, ზუსტად ამ დროს დაიწყო თვითმფრინავის დაშვებაც.
მეორე პილოტს ანდრეას ლუბიცი ერქვა – მისი სახელი დღეს პირველად გაჟღერდა.
შავი ყუთის ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ ლუბიცის კოლეგა კაბინაში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ კარების გაღება ვერ მოახერხა, რადგანაც კარები ლუბიცს უკვე ჩაკეტილი ჰქონდა.
ამ დროიდან მეორე პილოტი თვითმფრინავს თვითონ მართავს და იწყებს დაშვებას – დაამატა პროკურორმა.
კაბინის გარეთ დარჩენილი პილოტი თავდაპირველად მშვიდად აკაკუნებს კაბინის კარზე, მაგრამ პასუხს არ იღებს. შემდეგ ის კარებზე ბრახუბს იწყებს – პასუხი მაინც არ არის. შემდეგ ისმის თუ როგორ ცდილობს ის კარების შემტვრევას.
ჯერჯერობით მეორე პოლოტის ტერორისტებთან რაიმე სახის კავშირი არ დადასტურებულა. ამასთანავე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა მოტივი ამოძრავებდა მას.