შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 14:46

შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოს და მარტვილში ჩატარდება.

საკრებულოს შუალედური არჩევნები კი დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, თამარ ჟვანიამ, გაავრცელა.

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 14:46