შს სამინისტრო ეკა კვესიტაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2015 12:41

შს სამინისტრო ეკა კვესიტაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეკა კვესიტაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. ძალოვანი უწყება “განსხვავებულ აქცენტებში” გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პოლიციამ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რევაზ დევაძე მას შემდეგ დააკავა, რაც მან ნეიტრალური ტერიტორია გადაკვეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით გადაცემაში გასული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. ამის დასტურად სამინისტრომ სასაზღვრო უწყების ჩანაწერთან ერთად ვიდეო მასალაც გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აკავებენ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევიძეს სამართალდამცავები.

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2015 12:41