შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 76 წლის ქალბატონი გადაარჩინეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 13, 2015 19:56

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 76 წლის ქალბატონი გადაარჩინეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 76 წლის ქალბატონი გადაარჩინესშსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოდან ასაკოვანი, მძიმე ავადმყოფი თელავში ვერტმფრენით ოპერატიულად ჩამოიყვანეს.
სასაზღვრო პოლიციას ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან შეატყობინეს, რომ 13 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში, თიაქრის შეტევის გამო, 76 წლის ქრისტო ბუქაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ავადმყოფი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. უამინდობის და დიდთოვლობის გამო, ვერ ხერხდებოდა მოხუცის ავტოტრანსპორტით საავადმყოფოში გადაყვანა და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავადმყოფი ვერტმფრენით თელავის სამოქალაქო აეროდრომზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 13, 2015 19:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,337
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics