შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს ლაგოდეხის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 10:50 განახლებულია

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს ლაგოდეხის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

მნიშვნელოვანი

  • შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ინიციატივით, სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) ადგილობრივი საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები ეწვივნენ.

სხვა სტატიები

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ინიციატივით, სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) ადგილობრივი საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები ეწვივნენ.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის – „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ – ფარგლებში, მოსწავლეებს სასაზღვრო პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

მესაზღვრეებმა მომავალ აბიტურიენტებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის პროფესიის შერჩევაში დახმარების გაწევა.

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 10:50 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,658
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics