შსს-ს ინფორმაციით, შატილიდან 25 კმ-ში, მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 18:55

შსს-ს ინფორმაციით, შატილიდან 25 კმ-ში, მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შატილიდან 25 კმ-ში, მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით , შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები დაუყონებლივ ჩავიდნენ იმ ადგილზე, სადაც ვერტმფრენის დაშვება იყო შესაძლებელი.

“აღნიშნული წერტილიდან კი 15 კმ მანძილი ფეხით გაიარეს, თუმცა სამაშველო ოპერაციის დაწყებისთვის საჭირო ტექნიკის მიყვანა, რთული რელიეფის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი პირი, სავარაუდოდ მწყემსი, არის დაკარგული”, – წერს ნინო გიორგობიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, მწყემსი ღამის გასათევ ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის ადგილამდე გზა უკვე გახსნილია.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 18:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics