“შსს რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს”

news
: news თებერვალი 24, 2015 22:24

“შსს რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს”

მნიშვნელოვანი

  • რუსული სანომრე ნიშნით შემოსული სამხედრო კავშირგაბმულობის მანქანების შემოსვლასთან დაკავშირებით, შსს განმარტებას აკეთებს. "თაიმერი" უწყების განმარტებას უცვლელად გთავაზობთ.

სხვა სტატიები

რუსული სანომრე ნიშნით შემოსული სამხედრო კავშირგაბმულობის მანქანების შემოსვლასთან დაკავშირებით, შსს განმარტებას აკეთებს. “თაიმერი” უწყების განმარტებას უცვლელად გთავაზობთ.
“სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის”-ნათქვამია ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

news
: news თებერვალი 24, 2015 22:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics