შსს-მ 9600 აბი „ტრამადოლი“ ამოიღო

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 12:32

შსს-მ 9600 აბი „ტრამადოლი“ ამოიღო

მნიშვნელოვანი

  • შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე იუსუფ ო. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სხვა სტატიები

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე იუსუფ ო. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას 9600 აბი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 480 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ტრამადოლს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა ტრანზიტული მარშრუტით სომხეთის რესპუბლიკაში მიდიოდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 12:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics