შსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო

news
ავტ.: news მარტი 7, 2015 10:37

შსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო

შსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 27 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,266546 გრ მეტადონს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით “ა” ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

news
ავტ.: news მარტი 7, 2015 10:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics