შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ოზურგეთში 3 პირი დააკავა

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 20:33

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ოზურგეთში 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული დავით ბ, 1983 წელს დაბადებული ჯაბა ლ. და 1979 წელს დაბადებული დავით მ. ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე, პოლიციის ავტომანქანას ქვეითად მოძრავმა სამმა პირმა გზა გადაუჭრა და მოძრაობის საშუალება არ მისცა. ავტომანქანიდან გადმოსულმა სამართალდამცველმა ბრალდებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. დავით ბ-მ, ჯაბა ლ-მ და დავით მ-მ სამართალდამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელმა თავდაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი ადგილზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 20:33

Google სტატისტიკა


2,517
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics