შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით ამავე ოფისის თანამშრომელი დააკავა

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 11:02

შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით ამავე ოფისის თანამშრომელი დააკავა

მნიშვნელოვანი

  • ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული მ. ა. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სხვა სტატიები

ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული მ. ა. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან პერსონალური კომპიუტერის ქურდობის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების დროს დადგინდა, რომ კომპიუტერი ამავე ოფისის თანამშრომელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, მ.ა-მ მოიპარა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ პერსონალური კომპიუტერი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 11:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics