შსს-მ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ნარკოტრანზიტის მარშრუტი გამოავლინეს

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 12:20

შსს-მ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ნარკოტრანზიტის მარშრუტი გამოავლინეს

მნიშვნელოვანი

  • შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონოდ შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დააკავა.

სხვა სტატიები

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონოდ შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დააკავა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი გამოავლინეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონოდ შენახვის ბრალდებით, 4 პირი: ბრაზილიის ფედერაციის 2 მოქალაქე – 1979 წელს დაბადებული დე სილვა კამპოს ჟ. და 1981 წელს დაბადებული ლუის კარლოს მ, 1980 წელს დაბადებული, ეკვადორის რესპუბლიკის მოქალაქე ლიზარდო პ. და 1957 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე ლევის გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დე სილვა კამპოს ჟ, ლიზარდო პ, ლუის კარლოს მ. და ლევის გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ დე სილვა კამპოს ჟ-სგან და ლიზარდო პ-სგან 196 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილო და 228,84 გრ კოკაინია, ხოლო ლევის გ-ს და ლუის კარლოს მ-ს ჩხრეკისას ამოღებულია 3 კილო კოკაინი.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც სატრანზიტო გადაზიდვის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 12 კილოზე მეტი კოკაინი უკანონოდ შემოიტანეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 12:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics