ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2015 23:15

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

შსს-მ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილიაშსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა ,რომ დაკავებულმა 4 ივლისს,ბათუმში,“6 მაისის“ პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით).

შეგახსენბთ,დღეს ბათუმში, 6 მაისის სკვერში,ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარ გოგონას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2015 23:15